ბათუმის მერია

ბათუმის მერიის PR: ვერ გეტყვით, მერი გადადგა თუ არა

"ვერ გეტყვით", - ასე პასუხობენ ბათუმის მერიაში კითხვას, გადადგა თუ არა მერი, ლაშა კომახიძე. 

როგორც ტაბულას მერიაში უთხრეს, ლაშა კომახიძესთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ის ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია. მათივე თქმით, კომახიძე "მედიაში გავრცელებულ მოსაზრებებს" ორშაბათს, 13 ივლისს უპასუხებს. 

პარალელურად, ბათუმელები მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ კომახიძე არ გადამდგარა. 

ლაშა კომახიძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. მთავარი არხის ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირებაა.მათივე ცნობით, ლაშა კომახიძე, შესაძლებელია, ქართული ოცნების 2020 წლის საარჩევნო სიაში ვიხილოთ. ქართულ ოცნებაში ტაბულას უთხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.  

ლაშა კომახიძე 2017 წლის ნოემბრიდან ბათუმის მერის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები