აშშ-დიდი ბრიტანეთი-ჩინეთი

მაიკ პომპეომ და ბორის ჯონსონმა ჰონგ-კონგსა და სინძიანში ჩინეთის ქმედებები განიხილეს

მაიკ პომპეო და ბორის ჯონსონი
Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ლონდონში ჩავიდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს შეხვდა. მათ ჰონგ-კონგში ჩინეთის ქმედებები და სინძიანის პროვინციაში ეთნიკურად უიღურების საკითხი განიხილეს.

"მათ განიხილეს გლობალური უშიშროების და საგარეო პოლიტიკის საკითხები, მათ შორის ჩინეთის ქმედებები ჰონგ-კონგსა და სინძიანში, სიტუაცია ირანში და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი.

პრემიერმინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსხვეს მათ მხარდაჭერას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება". – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ჰონგ-კონგში უშიშროების ახალი კანონების მიღების გამო აშშ-მ ქალაქს სპეციალური სტატუსი შეუჩერა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები დაწესდა სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევის გამოც.

თავის მხრივ, ბრიტანეთმა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმება გაწყვიტა და ჰონგ-კონგელებისთვის საიმიგრაციო უფლებებს გააფართოვა.

კომენტარები