აქციები რუსეთში

მესამე კვირაა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში გუბერნატორის დაკავებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

მესამე კვირაა, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. 25 ივლისს ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით აქციას 20 000-მდე ადამიანი შეუერთდა, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით კი მომიტინგეთა რაოდენობა 6 500-მდე იყო.

მომიტინგეთა ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელა, თუმცა მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ დღეებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიასთან თქვა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები