Emmy 2020

EMMY 2020-ის ნომინანტების სია ცნობილია

2020 წლის პრესტიჟული სატელევიზიო დაჯილდოების, EMMY-ის ნომინანტების სია რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა.

EMMY-ის ნომინაციებში ლიდერობს Netflix-ი და HBO-ის Watchmen-ი. Netflix-მა HBO-ს რეკორდი მოხსნა ყველაზე მეტი 160 ნომინაციით, რაც არხს, სტუდიას ან სტრიმინგ სერვისს ჰქონია.

EMMY AWARDS-ის რიგით 72-ე ცერემონიალი 20 სექტემბერს გაიმართება, ის ABC-ის ეთერში პირდაპირი ტრანსლაციით გადმოიცემა. ღონისძიებას ჯიმი კიმელი წაიყვანს. 

იხილეთ ნომინანტები:

საუკეთესო დრამატული სერიალი

“Better Call Saul” (AMC)

“The Crown” (Netflix)

“The Handmaid’s Tale” (Hulu)

“Killing Eve” (BBC America)

“The Mandalorian” (Disney+)

“Ozark” (Netflix)

“Stranger Things” (Netflix)

“Succession” (HBO)

 

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

ჯენიფერ ენისტონი - “The Morning Show”

ოლივია კოლმენი - “The Crown”

ჯოდი ქომერი - “Killing Eve”

ლორა ლინი - “Ozark”

სანდრა ო - “Killing Eve”

ზენდეია - “Euphoria”

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში

ჯეისონ ბეითმენი - “Ozark”

სტერლინგ ბრაუნი - “This Is Us”

სტივ კარელი - “The Morning Show”

ბრაიან ქოქსი - “Succession”

ბილი პორტერი - “Pose”

ჯერემი სთრონგი - “Succession”

 

საუკეთესო კომედიური სერიალი

“Curb Your Enthusiasm” (HBO)

“Dead to Me” (Netflix)

“The Good Place” (NBC)

“Insecure” (HBO)

“The Kominsky Method” (Netflix)

“The Marvelous Mrs. Maisel” (Amazon)

“Schitt’s Creek” (Pop)

“What We Do In The Shadows” (FX)

 

საუკეთესო ქალი მსახიობი კომედიურ სერიალში

ქრისტინა ეფლგეითი - “Dead to Me”

რეიჩელ ბროსნაჰენი - “The Marvelous Mrs. Maisel”

ლინდა ქარდელინი - “Dead to Me”

თრეის ელლის როსი - “black-ish”

კეტრინ ო'ჰარა - “Schitt’s Creek”

ისა რეი - “Insecure”

 

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი კომედიურ სერიალში

ენტონი ანდერსონი - “black-ish”

დონ ჩიდლი - “Black Monday”

ტედ დენსონი - “The Good Place”

მაიკლ დუგლასი - “The Kominsky Method”

იუჯინ ლევი - “Schitt’s Creek”

რემი იოსეფი - “Ramy”

 

საუკეთესო მინისერიალი

“Little Fires Everywhere” (Hulu)

“Mrs. America” (FX)

“Unbelievable” (Netflix)

“Unorthodox” (Netflix)

“Watchmen” (HBO)

 

ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები