ლერი სულაბერიძე

ლერი სულაბერიძე: ავდიოდი სახლში, წყნეთის გზატკეცილზე ვიყავი, როცა დაახლოებით 5-ჯერ მესროლეს

ფორმულა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ლერი სულაბერიძე, რომლის მანქანასაც გუშინ, 28 ივლისს, წყნეთის გზაზე ცეცხლი გაუხსნეს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

სულაბერიძის თქმით, ის სახლში მიდიოდა, როცა წყნეთის გზატკეცილზე ავტომანქანა დაეწია და დაახლოებით 5-ჯერ ესროლა. 

"უნდა გამომკითხონ და ამაზე ვარ მოსული. სავარაუდოდ, 5 -ჯერ ისროლეს. ავდიოდი სახლში, წყნეთის გზატკეცილზე მოხდა შემთხვევა, არ მისული კაკლებთან, დამეწია მანქანა და გამასწრო". – ამბობს სულაბერიძე. 

სულაბერიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საქმეზე ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

განყოფილებაში ასევე იმყოფება ადვოკატი კახა წერეთელი. ის ერთერთი პიროვნების ინტერესებს იცავს, რომელიც განყოფილებაში მოწმის სახით ჰყავთ მიყვანილი. ვინ არის ეს პიროვნება და იმყოფებოდა თუ არა იმ ავტომობილში, საიდანაც სულაბერიძეს ცეცხლი გაუხსნეს, ადვოკატი ამ დროისთვის, კომენტარს არ აკეთებს, რადგან მისი თქმით, დეტალებზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს. 

ლერი სულაბერიძის ავტომანქანას გუშინ, 28 ივლისს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.)

კომენტარები