ბერლინი

ბერლინში, მელამ დაახლოებით 100 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა

https://www.dw.com/

ადგილობრივი მედიის ცნობით, მელამ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ზეჰლენდორფის უბნის მცხოვრებთა სახლებიდან, დაახლოებით ასი წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა. 

მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ სახლებთან დალაგებული სხვადასხვანაირი ფეხსაცმელები, მათ შორის, ჩუსტები, სანდლები, ბოტასები გაუჩინარებული იყო. "ქურდი" ადგილობრივმა კრისტიან მეიერმა გამოიჭირა. 

ბერლინური გამოცემა Tagesspiegel-ი წერს, რომ მეიერმა ფეხსაცმლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა შესაბამის პლატფორმაზე Nebenan.de. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ერთადერთი ფეხსაცმელი, რომელიც ამ უბანში გაქრა. 

მოგვიანებით, მეიერმა თავის საცხოვრებელ არეში მელა შენიშნა და მისთვის ფოტოს გადაღებაც მოახერხა. მან ის ადგილიც აღმოაჩინა, სადაც მელა ფეხსაცმელებს მალავდა. 

კომენტარები