იტალია

იტალიის სენატმა ყოფილ შს მინისტრს იმუნიტეტი პორტების დაკეტვის მეორე საქმეზეც მოუხსნა

მატეო სალვინი
Reuters

იტალიის სენატმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ულტრამემარჯვენე პარტიის, ჩრდილოეთის ლიგის ლიდერს, მატეო სალვინის საპარლამენტო იმუნიტეტი მიგრანტებისათვის იტალიის პორტების უკანონოდ დაკეტვის მეორე საქმეზეც მოუხსნა.

სენატორ სალვინისთვის იმუნიტეტის მომხრე იყო 149 კანონდებელი, წინააღმდეგი - 141.

სალვინიმ სენატს მიმართა და თქვა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით ამაყობს და ახლაც იმავეს გააკეთებდა:

"მე ვამაყობ, რომ დავიცავი იტალია. იმავეს გავაკეთებდი და იმავეს გავაკეთებ, რადგან, მხოლოდ ივლისში 6-ჯერ მეტი მიგრანტი ჩამოვიდა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში, როდესაც ჩრდილოეთის ლიგა იყო მთავრობაში". - თქვა მან.

ბრალის დამტკციების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სალვინის სენატმა უკვე მოუხსნა იმუნიტეტი მიგრანტებისთვის პორტების უკანონოდ დაკეტვის კიდევ ერთ საქმეზე. საქმეები სასამართლოს გადაეცემა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, 2019 წლის აგვისტოში სალვინიმ სიცილიის სანაპიროსთან მყოფი იტალიის სასაზღვრო დაცვის ხომალდს, რომელზეც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 116 მიგრანტი იმყოფებოდა პორტები ერთი კვირის განმავლობაში დაუხურა. მიგრანტები იტალიაში ლიბიიდან მიდიოდნენ. სასაზღვრო დაცვამ 140 მიგრანტი გადაარჩინა, მათ ნაწილს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ხმელეთზე გადასვლის უფლება მისცეს. სალვინი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებდა მათ მიეღოთ მიგრანტები. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანა მის პირობებს დათანხმდა სალვინიმ გემს პორტში შესვლის უფლება მისცა.

სალვინის პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე და მისი მთავრობა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ სალვინიმ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და პრემიერმინისტრის მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

2019 წელის აგვისტოში კიდევ ერთი, Open Arms-ის კუთვინილი გემს დაუხურეს პორტები, რომელზეც ასევე ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები იმყოფებოდნენ. გემზე ხემელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 80-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. სწორედ ამ საქმეზე მოუხსნა 30 ივლისს იტალიის სენატმა სალვინის იმუნიტეტი.

სალვინის პარტია ანტისაიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა. 2018 წლის არჩევნების შემდეგ პარტიამ 5 ვარსკვლავის მოძრაობასთან სამთავრობო კოალიცია შექმნა, თუმცა გასულ წელს კოალიცია დაიშალა.

პარტიებს შორის განხეთქილება იტალიის ქალაქ ტურინისა და საფრანგეთის ქალაქ ლიონის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტს უკავშირდება. მრავალმილიარდიანი პროექტის ფარგლებში ალპებში 58 კილომეტრი სიგრძის გვირაბი უნდა გაეყვანათ, რასაც "5 ვარსკვლავის მოძრაობა" ეწინააღმდეგება.

ამის შემდეგ 5 ვარსკვლავის მოძრაობამ სამთავრობო კოალიცია მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიასთან ჩამოაყალიბა.

კომენტარები