Audi

AUDI-მ წაშალა სარეკლამო ფოტო, სადაც მანქანასთან მდგომი გოგო ბანანს ჭამს

0 კომენტარი
ფოტო: AUDI

გერმანულმა კომპანია Audi-მ, კრიტიკის შემდეგ წაშალა სარეკლამო ფოტო, სადაც მანქანას მიყრდნობილი პატარა გოგო ბანანს ჭამს და ამის გამო ბოდიში მოიხადა.

კომპანიამ ფოტო Audi RS4-ის კამპანიის ფარგლებში გამოაქვეყნა და სათაურად დააწერა - "დაე, უფრო სწრაფად ცემდეს შენი გული - ყველა ასპექტში".

თუმცა, ფოტოს დადებისთანავე, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ის გააკრიტიკეს. ნაწილი წერდა, რომ გოგო რეკლამაში საშიშ პოზაში იდგა, რადგან ეგრე მძღოლი ვერ დაინახავდა და მანქანით მისთვის ზიანის მიყენებას მარტივად შეძლებდა.

მეორე ნაწილი კი წერდა, რომ გოგოს ბანანის სახით ფალოსის გამომხატველი სიმბოლო უჭირავს ხელთ.

Audi მალევე გამოეხმაურა კრიტიკოსებს და ორშაბათს, 3 აგვისტოს, განცხადება გამოაქვეყნა.

"ჩვენ მოგისმინეთ თქვენ და მოდი, პირდაპირ ვიტყვით: ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე. Audi RS4 საოჯახო მანქანაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რეკლამაში ოჯახის სხვადასხვა წევრის ჩართვა. 

ჩვენ ბოდიშს ვიხდით ამ უგრძნობი სურათისთვის და გარწმუნებთ, რომ მას მომავალში აღარ გამოვიყენებთ." - დაწერა Audi-მ.

კომპანიამ ასევე დაამატა, რომ ისინი გამოიკვლევენ, რატომ დაიგეგმა მსგავსი სურათის გადაღება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები