აფეთქება ბეირუთში

ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

0 კომენტარი
აფეთქების წერიტილთან თითქმის ყველა შენობა სრულად განადგურდა

გუშინ, 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. გამოცემა როიტერი ადგილობრივ წითელ ჯვარზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ადამიანები კიდევ არიან მოყოლილები. ძლიერი აფეთქების შედეგად, რომელიც ბეირუთის პორტში მოხდა, დაშავდა ათასობით ადამიანი.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა გახდა აფეთქების მიზეზი და იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ხასან დიაბმა განაცხადა, რომ აფეთქება პორტის სასაწყობე ნაწილში მოხდა, სადაც ფეთქებადსაშიში ნივთიერებები ინახებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით აფეთქების მიზეზი გახდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საწყობში, სადაც ინახებოდა 2 700 ამონიუმის ნიტრატი, რომლის კონფისკაციაც სახელმწიფომ 2014 წელს მოახდინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები