მთავრობის სხდომა

რას პირდება პრემიერი მოსახლეობას არჩევნებამდე სამი თვით ადრე

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმა შეაჯამა და გეგმის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. მან უკვე ზამთრის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაც კი დააანონსა.

  • კომუნალური გადასახადები ნოემბერ-თებერვალშიც იმავე პრინციპით იქნება დაფინანსებული, ანუ 200 კილოვატი დენის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება ისევ დაკომპენსირდება სახელმწიფოს მხრიდან.
  • მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.
  • ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის სოციალური ქულაც 150-მდეა, სახელმწიფოს მხრიდან 2020 წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას მიიღებს.
  • 80 000 თვითდასაქმებული, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახმარებას მიიღებს.  
  • 11 აგვისტოს თბილისიდან გერმანიაში სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი დაინიშნება, რომლის ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი.

კომენტარები