კორონავირუსი საქართველოში

რა უნდა გააკეთოთ, თუ ბოლო 2 კვირაში მესტიაში იყავით და ვირუსის სიმპტომები გამოგივლინდათ

0 კომენტარი

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყვნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, მოუწოდებს, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარეკონ 112-ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს. 

საბჭოს ცნობით, ცხელების ცენტრებში სიმპტომების მქონე მოქალაქეებს ახალ კორონავირუსზე ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ. 

საკოორდინაციო საბჭო, ასევე, მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად გამოიყენონ მობილური აპლიკაცია Stop CoVid-ი, რათა, მათივე განმარტებით, თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია. 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით,  მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში სრულად ნახეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები