ტაივანი

ტაივანი თავდაცვის ბიუჯეტის 10.2%-ით გაზრდას აპირებს

0 კომენტარი
ცაი ინგ-ვენი ფოტო: Shutterstock

ტაივანი მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის 10.2%-ით გაზრდას აპირებს. თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ცვლილებები ჩინეთის მხრიდან გაზრდილი წნეხითაა განპირობებული.

პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენის კაბინეტმა ხუთშაბათს 15.42 მილიარდდოლარიანი ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა იანვარში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჩინეთის სამხედრო აქტივობა ტაივანის სიახლოვეს გაიზარდა. ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები არაერთხელ შეფრინდნენ ტაივანის საჰაერო სივრცეში.

ცაი ინგ-ვენმა ტაივანის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა პრიორიტეტად აქცია. 

მაისში აშშ-ს მთავრობამ კონგრესს ტაივანისთვის 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წყალქვეშა იარაღების, 18 MK-48 Mod 6 ტიპის ტორპედოების მიყიდვის შესახებ შეატყობინა. შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნების მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს. 29 მაისს ჩინეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხდა, რომ ჩინეთი ტაივანს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ მისი დამოუკიდებლობის შესაჩერებლად სხვა გზა არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, ჩინეთის წამყვანი სამხედრო პირისგან მსგავსი საჯარო განცხადება იშვიათია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

ტაივანის მთავრობა ჩინეთის განცხადებას გმობს და აცხადებს, რომ ომით დამუქრება საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევაა. ტაივანი ამბობს, რომ ის ჩინეთის სახალო რესპუბლიკის ნაწილი არასდროს ყოფილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები