აშშ-ჩინეთი

აშშ-მ ამერიკაში კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთის საგარეო მისიად გამოაცხადა

0 კომენტარი

13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა:

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კონფუცის ინსტიტუტს ცნობს "იმად, რაც არის: ორგანიზაციად, რომელიც ავრცელებს პეკინის საერთაშორისო პროპაგანდას და უარყოფითი გავლენის კამპანიას აშშ-ს კამპუსებსა და K-12 კლასებში".

პომპეო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერაა დაფინანსებული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გლობალური გავლენის და პროპაგანდის აპარატია:

"ამ ქმედების მიზანი მარტივია: უზრუნველყოს ამერიკელი პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციების მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა - უნდა გაგრძელდეს თუ არა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და, თუკი კი,  როგორ [უნდა მოხდეს ეს]. "

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი წერს, რომ უნივერსტეტები ქვეყანასა და მსოფლიოში ამოწმებენ კონფუცის ინსტიტუტის კურიკულუმს და პეკინის გავლენის მასშტაბებს მათ საგანმანათლებლო სისტემებში – "აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს აშშ-ს კამპუსებში აქვთ წვდომა ჩინურ ენასა და კულტურაზე, რომელიც თავისუფალია ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მისი ცრუმაგიერი შემცვლელების მანიპულაციებისაგან".

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ტრამპის ადმინისტრაციამ პრიორიტეტად დაისახა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან სამართლიანი და საპასუხო მოპყრობის მიღწევა. ორმოც წელზე მეტია, პეკინი სარგებლობს თავისუფალი და ღია წვდომით აშშ-ს საზოგადოებაზე, მაშინ, როდესაც უარს ეუბნება იმავე წვდომაზე ამერიკელებს და სხვა უცხოელებს ჩინეთში. მეტიც, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სარგებლობს ამერიკის ღიაობით, იმისათვის, რომ წამოიწყოს ფართომასშტაბიანი და კარგად დაფინანსებული პროპაგანდის მცდელობები და გავლენის ოპერაციები ამ ქვეყანაში".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები