კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 23-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების – 17-ით

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების კი – 17-ით. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 23 ახალი ახალი შემთხვევიდან 6 პაციენტის ინფიცირების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერია, 11 ახალი ინფიცირებული უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, 2 შემოტანილი შემთხვევაა - ინფიცირებულები სატვირთოს მძღოლები არიან და ერთიც სამედიცინო პერსონალი. 

რაც შეეხება დანარჩენი სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროს, ამ საკითხის კვლევა მიმდინარეობს. 

ახალი კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ამ დროისთვის 204-ა. 

დღემდე საქართველოში ვირუსით ინფიცირების სულ 1 306 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 085 გამოჯანმრთელდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში 7 635 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები