ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ლუკაშენკო: სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება

ალექსანდრე ლუკაშენკო
Reuters

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში სატვირთო ავტომობილების ქარხანაში გაფიცულ მუშებს შეხვდა. ქარხნის თანამშრომლები მას შეძახილებით, “წადი”, შეხვდნენ.

“ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები. სანამ არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება.” – განაცხადა ლუკაშენკომ ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

ქარხანაში ლუკაშენკო ვერტმფრენით მიფრინდა. გამოსვლის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა კონსტიტუციაში ცვლილებებზე მუშაობა, რომლებიც სამთავრობო უფლებამოსილებას გადაანაწილებდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მზად იყო გაენაწილებინა საპრეზიდენტო უფლებამოსილებები, თუმცა ამას ზეწოლის ქვეშ არ იზამდა.

საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენო არჩევნების შემდეგ გრძელდება. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% დააგროვა. დემონსტრაციების მხარდასაჭერად გაიფიცნენ რამდენიმე ქარხნის თანამშრომლები.

კომენტარები