სირია

სირიაში რუსი გენერალი მოკლეს

AFP

სირიაში რუსი გენერალ-მაიორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მოკვდა. აფეთქებაში დაშავდა კიდევ სამი რუსი სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ დეირ ელ ზორიდან 15 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ გზის მახლობლად იყო დამონტაჟებული, რომელზეც რუსეთის სამხედროების ავტოკოლონა მოძრაობს.

რადენიმე დღის წინ სირიის იდლიბის რეგიონში თავდასხმა მოხდა რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირებისას.

რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა სამხედრო ტექნიკა.

გახშირებული თავდასხმების გამო გასულ კვირას M4 გზატკეცილზე პატრულირება დროებით შეწყდა.

გასულ თვეს ქალაქ არიჰასთან რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ძალების პატრულირების ადგილას დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე რუსი სამხედრო.

კომენტარები