არჩევნები 2020

შალვა შავგულიძემ თავისუფალი დემოკრატები დატოვა

ტაბულა

შალვა შავგულიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვა. ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა შავგულიძის თქმით, გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა "არაჯანსაღმა ვითარებამ" მიაღებინა.

მისი ინფორმაციით, თავისუფალ დემოკრატებს დატოვებენ ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც, ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილი.

"პარტიიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროპულ საქართველოსთან და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს", -განაცხადა შავგულიძემ.

რამდენიმე დღის წინ თავისუფალი დემოკრატები ლევან სამუშიამაც დატოვა.

კომენტარები