არჩევნები 2020

შავგულიძესთან ერთად თავისუფალი დემოკრატები ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემაც დატოვეს

ტაბულა

შალვა შავგულიძესთან ერთად პარტია თავისუფალ დემოკრატებს ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილი ტოვებენ. ამის შესახებ შავგულიძემ ბრიფინგზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში შექმნილი "არაჯანსაღი ვითარება" იყო.

"პარტიიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროპულ საქართველოსთან და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს", - განაცხადა შავგულიძემ.

რამდენიმე დღის წინ თავისუფალი დემოკრატები ლევან სამუშიამაც დატოვა.

კომენტარები