ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ადგილობრივ ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები დადიან.
გთავაზობთ იმ იერარქთა არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც მმართველი პარტიის კანდიდატთა წარდგენებს დაესწრნენ.
დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.
ლაგოდეხის მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.
იმავე კანდიდატის ახმეტის მოსახლეობასთანს წარდგენის ღონისძიებას კი ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი დაესწრო.