არჩევნები 2020

კალაძე საარჩევნო პლაკატების გაკვრაზე: სურვილი არ გვაქვს ვაჯარიმოთ, თუ დაარღვევენ, მოგვიწევს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. 

მერი ამბობს, რომ არ სურთ, პლაკატების გაკვრისთვის პოლიტიკური პარტიები დააჯარიმონ, თუმცა, მისივე სიტყვებით, თუ პარტიები პლაკატებს სხვა ადგილას გააკრავენ, "შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს." 

"მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ დამტკიცებული დოკუმენტით. ქალაქში შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. დადგენილებით არის განსაზღვრული, თუ სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკური პარტიები დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ყველამ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს, ვიზრუნოთ ქალაქის ვიზუალზე და სისუფთავეზე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, იხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით." – ამბობს კახა კალაძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები