არჩევნები 2020

ტაბულას ინფორმაციით, ზუგდიდში ენმ-ის კანდიდატად გიული ალასანია განიხილება

გიული ალასანია და მიხელ სააკაშვილი.

ტაბულას ინფორმაციით, ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია განიხილება.

ენმ-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ზუგდიდში მათი მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გიული ალასანია 2004 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იყო.

ზუგდიდის ოლქში ევროპული საქართველოს კანდიდატი გიგი უგულავაა, ლელო საქართველოსთვის კანდიდატი - ალექსანდრე ახვლედიანი, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატი - ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები