არჩევნები 2020

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-13 ნომერი ვიქტორ სანიკიძეა

facebook.com/GeoBasketball

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-13 ნომერი ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეა. ამის შესახებ თქვა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ ოცეულის წარდგენისას.

"ვიქტორი ასევე 13 ნომერი იყო ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებში, მან წარმატებული, შედეგიანი და ეფექტური თამაშით უამრავი სიხარული აჩუქა ქართველ გულშემატკივარს" - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ "ვიქტორ სანიკიძე დეპუტატის რანგში განაგრძობს ზრუნვას ქართული სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის".

საარჩევნო სიის მე-16 ნომერი კი, ასევე სპორტსმენი, მორაგბე დავით კაჭარავა იქნება.

კომენტარები