საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 35%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 12%-მა კი არ იცის, ან არ აქვს კითხვაზე პასუხი.
გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპონდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5% არის.
პროცენტების ჯამი, შესაძლოა, 100 არ იყოს, რადგან რიცხვები დამრგვალებულია.