არჩევნები 2020

ბაგრატის ეზოში ქუთათელი მიტროპოლიტი კუბიკზე ზის და ოცნების ღონისძიებას ესწრება

0 კომენტარი
მიტროპოლიტი იოანე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, რომელსაც ანტიდასავლელისა და პუტინისტის რეპუტაცია აქვს, ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებას ესწრება. მან მმართველ პარტიას ბაგრატის ისტორიული ტაძრის ეზოში კანდიდატის, ზაზა ლომინაძის წარდგენის უფლება მისცა. 

მიტროპოლიტი იოანე პრესის ინტერესის საგანი ცოტა ხნის წინაც გახდა, როცა ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პუტინისტურმა პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" ღონისძიება გამართა.

მაშინ საპატრიარქომ თქვა, რომ ტერიტორია, რომელზეც პუტინისტები ყრილობას მართავდნენ, საქართველოს ეკლესიის საკუთრება არ არის.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო, რასაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა. ISFED აცხადებს რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები