ჩინეთის საჰაერო ძალების პიარ კამპანიის ვიდეოში კადრები ჰოლივუდის სამი ფილმიდან ჩასვეს. სოციალურ მედიაში გავრცელებიდან მალევე ვიდეომ მაყურებლებში ბევრი კითხვა გააჩინა.
ვიდეო, რომელმაც სოცმედია საიტ Weibo-ზე 4.72 მილიონი ნახვა დააგროვა, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის პროპაგანდისა და კულტურის ცენტრმა საჰაერო ძალებისთვის შექმნა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩინეთის საჰაერო ძალები კუნძულზე არსებულ სამხედრო ბაზას უტევენ. სამხედრო ბაზა ძალიან ჰგავს აშშ-ს სამხედრო ბაზებს დიეგო გარციასა და გუამში.
თუმცა, სოციალურმა მედიის მომხმარებლებმა ვიდეოში გამოყენებულ კადრებსა და ჰოლივუდის ფილმებს შორის ბევრი საერთო იპოვეს.
სამხედრო მოქმედებებით დატვირთული კადრები სამი ამერიკული ფილმიდან არის აღებული, Transformers: Revenge of the Fallen, The Rock და The Hurt Locker-იდან.
"როგორც აღმოჩნდა, ჩვენი საოცნებო და დიადი ძალა ამერიკული ფილმების კლიპების გამოყენებითაა შექმნილი". - დაწერა ერთერთმა მომხმარებელმა სოციალურ მედიაში.
Twitter-ის ერთერთმა მომხმარებელმა შეადარა კადრები სამხედრო ძალების ვიდეოდან და ფილმიდან The Hurt Locker.