ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით 2.4 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.1 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ეროვნული ბანკის ახალი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 2.4 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.1 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარის ღირებულებამ 3.2537 ლარი, ხოლო 1 ევროს ღირებულებამ 3.8267 ლარი შეადგინა. 

ლარის გაუფასურების ფონზე, ეროვნული ბანკი აგრძელებს სავალუტო ინტერვენციების სერიას. ეროვნული ბანკმა სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ხვალ, 23 სექტემბერს ბანკი რეზერვებიდან დამატებით 40 მილიონ დოლარს გაყიდის. 

სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლარის მიმდინარე გაუფასურებაა. წინა კვირაში ლარმა დოლართან და ევროსთან მიმართებით ღირებულების 2%-ზე მეტი დაკარგა. 

ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ ბოლო კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.

კომენტარები