კორონავირუსი საქართველოში

22:00 საათის შემდეგ აჭარაში რესტორნები ვეღარ იმუშავებენ, მთლიანად ჩერდება საზტრანსპორტი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ხვალ, 25 სექტემბრის 22:00-დან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ თქვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა. რესტორნები დღის მანძილზე მუშაობას შეძლებენ, თუმცა 22:00-ზე ისინი უნდა დაიკეტოს.

ნათია მეზვრიშვილის ცნობითვე, აჭარაში მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"ეს იქნება მანამ, სანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან ამის საჭიროება იქნება". - თქვა მეზვრიშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 164 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები