ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება

რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2020 - 11:33
tbl.ge/53px
დაკოპირდა
AP
AP
AP

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომელიც 19 სექტემბერს, 87 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო.

ის ასევე პირველი ებრაული წარმოშობის ამერიკელი და უზენაესი სასამართლოს მეორე მოსამართლეა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. მანამდე მსგავსი სამოქალაქო პანაშვიდი უზენაესი სასამართლოს მხოლოდ ერთ მოსამართლეს, უილიამ ჰოვარდ ტაფტს გადაუხადეს, რომელიც აშშ-ს 27-ე პრეზიდენტიც იყო. ძირითადად სწორედ მხოლოდ პრეზიდენტებს, ვიცეპრეზიდენტებს და კონგრესის გამოჩენილ წევრებს ერგებათ ხოლმე მსგავსი პატივი.

გინსბურგი მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა.

ცერემონიას გინსბურგის ოჯახის წევრებიც დაესწრებიან. შესრულდება ნაწყვეტი მისი საყვარელი ოპერიდან. ცერემონიაზე დასწრებას გეგმავენ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე. გინსბურგს არლინგტონის სასაფლაოზე, ქმრის გვერდით დაკრძალავენ.

კორონავირუსის გამო ცერემონიას კონგრესის ყველა წარმომადგენელი ვერ დაესწრება.

მანამდე გინსბურგის სამოქალაქო პანაშვიდი უზენაეს სასამართლოში გაიმართა, სადაც მას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო, მათ შორის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა. ტრამპს დახვდნენ შეძახილებით "შეცვალე ის არჩევნებით" (“vote him out”).

ტრამპი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში გინსბურგის შემცვლელი წარადგინოს. სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, უკვე მოიპოვეს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ მოსმენის შემდეგ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცონ.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკ-კონელმა თქვა, რომ თუ ტრამპი ამას გააკეთებს, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა. 2018 წელს, მიუხედავად სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდებებისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ტრამპის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი კანდიდატი ბრეტ კავანო. მან ენტონი კენედი ჩაანაცვლა. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

რუთ ბეიდერ გინსბურგიკაპიტოლიუმიდონალდ ტრამპიაშშ-ს უზენაესი სასამართლორუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"УПА-ს გმირებისთვის" პატივის მიგების გამო ნავროცკიმ ზელენსკის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვა
შაბათი, 20 ივნისი, 2026 - 00:12

"УПА-ს გმირებისთვის" პატივის მიგების გამო ნავროცკიმ ზელენსკის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვა

ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
შაბათი, 20 ივნისი, 2026 - 00:07

ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს

აშშ-ს კონგრესში წარდგენილი აქტის მიზანია აბრაამის შეთანხმებამ კავკასიის ქვეყნებიც მოიცვას
პარასკევი, 19 ივნისი, 2026 - 23:29

აშშ-ს კონგრესში წარდგენილი აქტის მიზანია აბრაამის შეთანხმებამ კავკასიის ქვეყნებიც მოიცვას

მელონიზე ტრამპის განცხადებების შემდეგ იტალიის საგარეო მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა
პარასკევი, 19 ივნისი, 2026 - 22:28

მელონიზე ტრამპის განცხადებების შემდეგ იტალიის საგარეო მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა

ადვოკატი: იგორ კეკელიას საქმე გამარჯვებით დასრულდა, სკოლას განაცდურის ანაზღაურება დაევალა
პარასკევი, 19 ივნისი, 2026 - 22:22

ადვოკატი: იგორ კეკელიას საქმე გამარჯვებით დასრულდა, სკოლას განაცდურის ანაზღაურება დაევალა

ყველაზე კითხვადი

112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს
1112 მოსახლეობას ამინდის "მკვეთრ" გაუარესებაზე აფრთხილებს
215 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
3ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა ოთხივე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
4ნინო ლომჯარია ცილისწამებისთვის TV იმედს სასამართლოში უჩივის
5ინფორმაცია ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ამ ეტაპზე არ გამაჩნია - პროკურორი

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში