თავდასხმა პარიზში

პარიზში, Charlie Hebdo-ს ყოფილ ოფისთან დანით თავდასხმა მოხდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

პარიზშის ცენტრში, შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან მოხდა დანით თავდასხმა. დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ მედია france24 ავრცელებს.

პარიზის პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.თვითმხილველთა ინფორმაციით თავდამსხმელი მაჩეტეთი იყო შეიარაღებული. 

სექტემბრის დასაწყისში პარიზში შარლი ებდოზე თავდასხმაში მონაწილეობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, თუმცა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, სასამართლო დღეს, 25 სექტემბერს განახლდა.

სექტემბრის დასაწყისშივე შარლი ებდომ ხელახლა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურა, რომლის გამოც ტერორისტები გამოცემას 2015 წელს დაესხნენ თავს. SITE Intelligence Group-მა 11 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცემას ისევ ემუქრებიან.

2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შარლი ებდოს რედაქციაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს. 2015 წლის ივლისში გამოცემამ განაცხადა, რომ მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვას აღარ გეგმავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები