ბელარუსი

ბალტიის ქვეყნებმა ბელარუსი მაღალჩინოსნების სანქციების სია გააფართოვეს

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

25 აგვისტოს ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ ბელარუსი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების სია გააფართოვეს

ბალტიის ქვეყნებში აცხადებენ, რომ ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევას სერიოზულად უყურებენ.

თავდაპირველად სანქცირებულთა რიცხვი 30 იყო, ახლა 128 არის. სანქციების გამო ამ პირებს, მათ შორის, ლუკაშენკოს, ბალტიის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.

"ამ პირებს ბელარუსის არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ცენტრალური როლი უკავიათ," - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბელარუსში მასობრივი პროტესტები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ 80%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

კომენტარები