სომხეთი - აზერბაიჯანი

სომხეთმა საომარი მდგომარეობა და სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

ნიკოლ ფაშინიანი
Press service of the Armenian government

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადა. 

საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არიაკ არტუტიუნიანმაც.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა დასახლებებზე ადგილობრივი დროით 08:10-ზე დაიწყო. სამინისტროს თქმით, მათ აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი დრონი ჩამოაგდეს და გაანადგურეს სამი ტანკი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ იწყებდა კონტრშეტევის ოპერაციას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტივობის შესაჩერებლად და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ჩამოგდებულია მხოლოდ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომლის ეკიპაჟიც გადარჩა. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სომხური საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 12 განადგურებულია.

მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაჭრილებიც. 

მსხვერპლი არის აზერბაიჯანულ მხარესაც, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. აზერბაიჯანის პროკურატურის თანახმად, დაშავებულია სულ მცირე ექვსი ადამიანი.

კომენტარები