ნობელის პრემია 2020

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტომ მიიღო

0 კომენტარი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის.

სააგენტოს სათავო ოფისი რომშია. ის ყოველწლიურად 88 ქვეყანაში 97 მილიონამდე ადამიანს ეხმარება.

"საერთაშორისო სოლიდარობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში შიმშილის მსხვერპლთა ზრდა გამოიწვია. სანამ სამედიცინო ვაქცინა არ გვექნება, საკვები არის საუკეთესო ვაქცინა ქაოსის წინააღმდეგ.". - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

ნობელის პრემიის ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონია ($1.1 მილიონი).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები