კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 246 და გარდაიცვალა 11 პაციენტი. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები