დემნა გვასალია

"იცი დემნა გვასალია?" - ფრაგმენტი HBO-ს ახალი სერიალიდან [VIDEO]

0 კომენტარი

HBO-მ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამოუშვა ახალი მინისერიალი We Are Who We Are.

სერიალის რეჟისორია ლუკა გუადანინო, რომელიც ცნობილი გახდა თავისი ფილმით Call Me By Your Name. სერიალში სიუჟეტი ვითარდება ორი ამერიკელი ბავშვის ირგვლივ, რომლებიც იტალიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ და ერთმანეთს უმეგობრდებიან.

ერთ-ერთ მომენტში კი სერიალში დემნა გვასალიასაც ახსენებენ. დიალოგი მთავარ პერსონაჟსა და ერთ ბიჭს შორის მიმდინარეობს.

" - კარგი, იცი დემნა გვასალია?

  - ვშიშობ, რომ არ ვიცი.

  - ის Vetemenet-ის მთავარი დიზაინერია და ახლა ტანსაცმელს ქმნის Balenciaga-სთვისაც. იგი ქართველია და მას თავისი პატარაობიდან ახსოვს. მან ეს კოლექცია Balenciaga-სთვის გააკეთა. მას მოგონებები ომზე გადააქვს [კოლექციაში], ქსოვილში რეალიზმი შეაქვს". - საუბრობენ პერსონაჟები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები