გრიპის ვაქცინა

გამყრელიძე: კვირაზე მეტია, გრიპის ვაქცინა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ 3-3 500 ადამიანი აიცრა

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

"კვირაზე მეტია ვაქცინა გვაქვს, თუმცა, [რისკ ჯგუფში მყოფი] მხოლოდ 3-3500 ადამიანი აიცრა" - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. მან აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის 25 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომლითაც რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები უნდა აიცრან, უკვე განაწილებულია კლინიკებში. 

"იცრებიან ორსულები, გააქტიურდნენ და მადლობა მათ. იცით, რომ ვერაგულად მოქმედებს მათზე. ასევე, იცრებიან ბაღის აღმზრდელები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფები, ადამიანები, ვინც აივ შიდსსა და C ჰეპატიტზე მკურნალობენ". – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის კვირაში კიდევ 110 000 დოზა ვაქცინა შემოვა, ასევე, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში დამატებით 100 000 დოზა.

"ამით აიცრებიან დიდი რისკ ჯგუფები, დიაბეტის მქონე ადამიანები. 65 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ასთმა და ასე შემდეგ. სამედიცინო მუშაკები". – თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც რისკ ჯგუფში არ არიან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათთვის კერძო სექტორი დაახლოებით 40 000 დოზას შემოიტანს.

"თქვენ თუ გნებავთ აცრა, მაინცდამაინც თქვენს ასაკში მე არ ვიცრებოდი, არ იყო, იმიტომ, რომ თქვენ იმუნიტეტი გაქვთ და ადვილად გადაიტანთ, გასაგებია. ვისაც სურს [არარისკ ჯგუფს], ამისთვის, დაახლოებით 40 000 დოზა ექნება კერძო სექტორს, თვის ბოლოდან". – მიმართა გამყრელიძემ ჟურნალისტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები