ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირი

პაპი ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის დაკანონებას ემხრობა

Getty Images

პაპი ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის დაკანონებას ემხრობა. პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ერთნაირსქესიანები სამოქალაქო კავშირის კანონებით დაცულნი უნდა იყვნენ. 

"ერთნაირსქესიან ადამიანებს აქვთ უფლება, ოჯახში იყვნენ. ისინი ღვთის შვილები არიან და მათ ოჯახის ყოლის უფლება აქვთ. ამის გამო არავინ უნდა გააგდონ ან გააუბედურონ". – ამბობს რომის პაპი ოსკარის ნომინანტი რეჟისორის, ევგენი აფინეევსკის, ახალ დოკუმენტურ ფილმში "ფრანჩესკო".

"ის, რაც ჩვენ უნდა შევქმნათ, არის სამოქალაქო კავშირის კანონი. ამ გზით ისინი იურიდიულად დაცულნი არიან. მე ამას მხარს ვუჭერდი". – თქვა პაპმა ფრანსიკემ. 

გამოცემა Reuters წერს, რომ როგორც ჩანს, პაპი გულისხმობდა იმ პერიოდს, როდესაც ბუენოს-აირესში იგი მთავარეპისკოპოსი იყო და ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, რომელიც ერთნაირსექსიანთა ქორწინებას ემხრობოდა, მაგრამ მხარს უჭერდა გეი წყვილების უფლებების გარკვეულ სამართლებრივ დაცვას.

ფილმში პაპი ლაპარაკობს ანდრეა რუბერაზე, გეიზე, რომელმაც მის პარტნიორთან ერთად სამი ბავშვი იშვილა. 

რუბერა ფილმში ამბობს, რომ ერთ დღეს ის დილის მსახურებაზე მივიდა და პაპს წერილი გაუგზავნა, სადაც თავისი სიტუაცია აუხსნა. მან პაპს უთხრა, რომ მას და მის პარტნიორს შვილების აღზრდა კათოლიკეებად სურდათ, თუმცა არ იცოდნენ როგორ მიიღებდნენ მათ. რამდენიმე დღის შემდეგ, პაპმა რუბერას დაურეკა და უთხრა, რომ მისი წერილით შეძრული დარჩა. პაპმა ფრანსიკემ წყვილს დაჟინებით მოუწოდა, თავიანთი შვილები მრევლისთვის გაეცნოთ, თუმცა გააფრთხილა, რომ წინააღმდეგობისთვის მზად ყოფილიყვნენ. რუბერას თქმით, ის ბედნიერია, რომ მან პაპის რჩევა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება არ ნიშნავს კათოლიკე ეკლესიის სწავლების ცვლილებას ჰომოსექსუალურ აქტთან დაკავშირებით, არც ეკლესიის მიერ ერთნაირსქესიანი წყვილების ოჯახად აღიარებას.

სამოქალაქო პარტნიორობა ჰომოსექსუალი წყვილების სამოქალაქო აღიარების ფორმაა, რომელიც თანაცხოვრებასთან დაკავშირებულ ლეგალურ საკითხებს ეხება.

კომენტარები