კორონავირუსი იტალიაში

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო იტალიაში აუზები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები იხურება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იტალიაში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები დაიხურება. შეზღუდვა ძალაში 26 ოქტომბრიდან შევა.

გარდა ამისა, საღამოს 6 საათიდან დაიხურება ბარები და რესტორნები.

შეზღუდვების გამკაცრებაზე ქვეყნის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე და რეგიონული ლიდერები შეთანხმდნენ.

კონტემ განაცხადა, რომ არ სურს კარანტინის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოღება ისე, როგორც ეს ვირუსის პირველი ტალღის დროს გააკეთეს, ვინაიდან ამან ქვეყნის ეკონომიკას ზარალი მიაყენა.

იტალიაში შეზღუდვები გამკაცრდა გასულ კვირასაც. ქალაქების მერებს მიენიჭათ უფლება, დახურონ საჯარო დაწესებულებები საღამოს 9 საათიდან. შემცირდა ამ დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ადამიანთა დასაშვები რაოდენობაც. გადაიდო კონფერენციები და ფესტივალები.

გასულ 24 საათში ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსი 19 600 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 151.

პანდემიის დაწყებიდან იტალიაში ვირუსით დაავადდა 504 509 ადამიანი, გარდაიცვალა 37 210.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები