სოფელი ნოჯიხები

სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

Tabula

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში, მატარებელი ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები