ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

გორთან მომხდარი ავტოავარია და 6 დაღუპული – პოლიციამ ტრაილერის მძღოლი დააკავა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამართალდამცველებმა გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა დაფი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა" - აცხადებს შსს.

ავტოავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლინიკაში რჩება 10 დაშავებული. მიკროავტობუსით ენმ-ძალა ერთობაშიას აქციაზე მყოფი ადამიანები თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები