ახალი კორონავირუსი საქართველოში

5 გარდაცვლილი პაციენტი, 381 ახალი შემთხვევა, 258 გამოჯანმრთელებული — COVID-19 აჭარაში

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 258 ადამიანი.  

გარდაცვლილი პაციენტებიდან 2 ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, ერთი - რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი - კლინიკა მედცენტრში, მათგან 3 ქალია, 2 კი კაცი.

  • რესპუბლიკური საავადმყოფო 70 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 06:10:2020, გარდაიცვალა:29:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობნა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
  • მედცენტრი 76 წლის კაცი, შემოვიდა 23.10.2020 14.53, გარდაიცვალა 30.10.2020 00:30 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19,ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა,მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი,შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია,ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრ.უკმარისობა
  • ბათუმის სამედიცინო ცენტრი 70 წლის ქალი, შემოვიდა 21.10.2020, გარდაიცვალა 30.10.2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური პიპერტენზია, სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენიზა.
  • ბათუმის სამედიცინო ცენტრი 69 წლის კაცი, შემოვიდა 23.10.2020, გარდაიცვალა 29.10.2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ქვედა კიდურების არტერია, თრომბოზი, ცე ჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია.
  • მედცენტრი 62 წლის ქალი, შემოვიდა 27.10.2020, გარდაიცვალა 29.10.2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავდება, არტერიული ჰიპერტენზია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი. COVID 19-ისგან კიდევ 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები