არჩევნები 2020

ნათელაშვილი: არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ხელახალი არჩევნები წინ გველოდება

ipress

ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეკრების შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, თქვა, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია და ხელახალი არჩევნები წინ გველოდება.

"ხელისუფლება მითვისებულია, სახეზეა სახელმწიფო გადატრიალება ჩადენილი ივანიშვილის ოლიგარქატისა და პუტინის სტრუქტურების მიერ. ქართველმა ხალხმა ამას უნდა გასცეს ღირსეული პასუხი. 

არჩევნების შედეგები არ არის ლეგიტიმური. ის არ შეიძლება, იქნას დამტკიცებული. ხელახალი არჩევნები წინ გველოდება. სხვა გამოსავალი რეჟიმს არ აქვს". – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ამ დროისათვის ქართულ ოცნებას აქვს ხმათა 50.93%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 24.68%, ევროპულ საქართველოს - 3.87%. ამ დროისათვის დათვლილია უბნების 39.98%. წინასწარი შედეგები დეტალურად ნახეთ აქ.

კომენტარები