არჩევნები 2020

ელისაშვილი: საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე

0 კომენტარი

პარტია მოქალაქეების საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მოწოდებით, უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ზღვარი, უარი თქვან მანდატებზე.

ალეკო ელისაშვილის თქმით, არჩევნები "ამაზრზენად" ტოტალური გაყალბების პირობებში ჩატარდა.

"და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა და ავტომატურად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ოღონდ, აუცილებელია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს და დაინიშნოს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში". – ამბობს ელისაშვილი.

ასევე, სულ ცოტა ხნის წინ, ლელომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიაში არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ლელოში ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

დღეს, 4 საათზე ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები პარლამენტთან არჩევნები შედეგების გაპროტესტებასა და აქციის გამართვას აპირებენ.

ყველა სიახლე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები