არჩევნები 2020

ფონ კრამონი არჩევნებზე: სამწუხაროა ამომრჩეველთა ზეწოლის შემთხვევების ხილვა

ევროპარლამენტარი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, 31 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა:

"ახლოდან ვაკვირდები საქართველოს არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტუნარიანი და, ზოგადად, თავისუფალი იყო, სამწუხაროა ამომრჩეველთა ზეწოლის შემთხვევების ხილვა. ადმინისტრაციული და განსაკუთრებით ფინანსური რესურსების არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას. მხარეები წყნარად და მშვიდობიანად უნდა იყვნენ. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას".

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები