აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, პფაიზერმა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციაში.
"ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ სინათლე გვირაბის ბოლოს". – განაცხადა პფაიზერის თავმჯდომარემ და CEO-მ, ალბერტა ბოურლამ CNBC-ის ეთერში.
ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აღმოჩენას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რეგულატორებმა თქვეს, რომ ისინი თანახმანი იყვნენ, 50%-ით ეფექტიანი ვაქცინაც კი დაემტკიცებინათ, რომელიც იცავს აცრილთა მხოლოდ ნახევარს. ახალი ვაქცინა, მწარმოებლების თანახმად, 90%-ს დაიცავს, რამაც მეცნიერებში არსებულ ამჟამინდელ მოლოდინებს გადააჭარბა.
Pfizer-ი პირველი კომპანიაა, რომელმაც ვაქცინის გვიანი ფაზის კვლევების დადებითი შედეგები გამოაქვეყნა.