საქართველო-აშშ

პომპეო ვიზიტისას დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას დემოკრატიულ რეფორმებში წინსვლისკენ

მაიკ პომპეო
US Embassy in El Salvador

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, კეილ ბრაუნი, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სახელმწიფო მდივნის ბოლო გაჩერება ევროპაში იქნება საქართველოში, თბილისში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, დაჟინებით მოვუწოდოთ დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი წინსვლისკენ. ის ასევე შეხვდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, მის უწმინდესობას, ილია მეორეს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

პომპეო საქართველოს გარდა, ოფიციალური ვიზიტებით ჩავა საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

კომენტარები