არჩევნები 2020

ცესკო-მ ოპოზიციისა და საია-ს არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

0 კომენტარი
ფოტო: ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

ცესკო-ში შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინაროებდა. ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სხდომიდან გამოაძევეს.

გოგორიშვილის თქმით, გასაჩივრების პროცესში არ არის დაცული ყველა კანონიერი ეტაპი და, მიუხედავად იმისა, რომ 19 ნოემბრამდე აქვს შეჯამების ვადა, დღეს 13 ნოემბერს აპირებს შეაჯამოს შედეგები.

ევროპული საქართველოდან სხდომას სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი ესწრებოდნენ. პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30-ვე ოლქის საუბნო შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ენმ-ძალა ერთობაშიასა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები