არჩევნები 2020

ელისაშვილი: ოცნების მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნებს კატეგორიულად არ ვეთანხმები!

droa.ge

პარტია მოქალაქეების ლიდერი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას არ ეთანხმება და რომ მისთვის არჩევნების ბინძურად ჩატარება არის მიუღებელი და არა მოქალაქეების მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება.


"ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ოცნების გულწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა, რომ ნელ-ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება". – წერს ელისაშვილი. 
 

15 ნოემბერს ბათუმში გამართული აქციის დროს ენმ-ს ადგილობრივმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ ის პირადად სირცხვილის დერეფნების მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს და რომ მას ხალხთან არ აქვს პრობლემა.

იდეას ასევე ეხმაურება ენმ-ის ლიდერი, სალომე სამადაშვილიც. სამადაშვილი წერს – "მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ".

კომენტარები