მაიკ პომპეო

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საზოგადოება პომპეოს ღია წერილით მიმართავს

მაიკ პომპეო
BusinessTimes

საქართველოს  უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საზოგადოება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს საქართველოში აშშ-ს ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავს. მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.

"ჩვენ, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლები, გულწრფელად მივესალმებით თქვენს ვიზიტს თბილისში. ერთიანნი ვართ ჩვენს სურვილში, რომ გავაძლიეროთ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა. საქართველოსთვის აშშ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ჩვენ აგრეთვე გვჯერა ევროპასა და მსოფლიოში დასავლური ინტერესების გაძლიერების საქმეში შეტანილი საქართველოს წვლილის. საქართველო დგას, როგორც ქვაკუთხედი, რომელიც ამყარებს ჩვენი მოკავშირეების პოზიციებს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომლის შექმნისთვისაც ამდენი ინვესტიცია ჩადო აშშ-ის მრავალმა ადმინისტრაციამ. აშშ-ის წინამძღოლობით მოქმედ ევროატლანტიკურ სისტემას ვხედავთ ევროპის ერთიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის ერთადერთ გარანტად.

ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის არეალად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმრავლესობა გამომდინარეობს რუსეთის ამბიციიდან, აღადგინოს საბჭოთა ეპოქის დროინდელი „გავლენათა სფერო“, მოსკოვის მიერ „ახლო საზღვარგარეთად“ აღქმულ ტერიტორიებზე. მოქმედების თავისუფლებით გათამამებულმა რუსეთმა ახლახან განალაგა თავისი ჯარი მთიან ყარაბაღში, რათა გაეძლიერებინა მისი სამხედრო პოზიცია რეგიონში.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები იბრძვიან ფუნქციური დემოკრატიის შესაქმნელად. ამ საქმეში აშშ საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მოკავშირეა , რათა ის იქცეს „მბრწყინავ ქალაქად მთაზე“, რომელმაც დაძლია სახელმწიფოს ჩაფლავება და წარმატებით შეებრძოლა კორუფციის საბჭოთა მემკვიდრეობას. ქართველი ხალხი სათანადოდ აფასებს ამერიკის მეგობრობას. ქართველების 90 პროცენტი იწონებს აშშ-ისა და საქართველოს სამხედროების ღირსეულ სამსახურს ერაყსა და ავღანეთში წარმართულ მისიებში.

ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში. გვჯერა, რომ აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლის კონტექსტში ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა:

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მუდმივად განთავსება საქართველოში.

ასეთი პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს გაერთიანებულ (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციულ საფუძველზე, ისევე როგორც ლოჯისტიკური და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რაც უზრუნველყოფდა შესაძლებლობას აშშ-სა და ერთობლივი ძალების სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში უწყვეტი მოქმედებისთვის. ამავე დროს, აშშ-ის სამხედრო ყოფნას ექნებოდა საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა საქართველოში, თავიდან აგვაცილებდა მყისიერ საფრთხეებს და დაეხმარებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოებაში.

ამ ეტაპზე, საქართველოს უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაში, გაძლიერდება თავისი დემოკრატიული ინსტიტუციების მედეგობით. ამის შუქზე მივესალმებით აშშ-ის ღირებულ ჩართულობას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის წარმართვის პროცესში. აგრეთვე მადლიერი ვართ აშშ-ის მყისიერი და უწყვეტი მცდელობებისთვის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.

სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-საქართველოს ალიანსის გაძლიერების პროცესს, აშშ-ის სამხედროების ყოფნის ჩათვლით, რასაც ვთვლით სარგებლის მომტანად საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

პატივისცემით,

ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, LEADx Change-ის დამფუძნებელი

ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანი

ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი ელჩი გაეროში

ირინა არაბიძე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მკვლევარი

ფიქრია ასანიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი

გიორგი ასტამაძე, კარლსრუეს უნივერსიტეტის დოქტორანტი

ნატო ბაჩიაშვილი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი

გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი (რონდელის ფონდი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ზაზა ბიბილაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე

ლევან ბოძაშვილი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე

ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი

მიხეილ დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი

ჯაბა დევდარიანი, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და სივილ.ჯი-ს დამფუძნებელი

პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, ყოფილი ელჩი ავსტრიაში

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

გიორგი გოგუაძე, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოცირებული პროფესორი

თორნიკე გორდაძე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი, პარიზის პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი

გიორგი გვალია, ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი

შოთა ღვინერია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში

გია ჯაფარიძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევარი, პორტუგალიასა და კვიპროსზე ყოფილი მოვალეობათა შემსრულებელი

თედო ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი აშშ-ში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

ნინო კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დირექტორი

ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

თინათინ ხიდაშელი, სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი

ბექა კობახიძე, ილიას უნივერსიტეტის საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი ელჩი აშშ-ში

ხათუნა ლაგაზიძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი, უშიშროების საბჭოს ყოფილი უფროსი მრჩეველი

ეკატერინე მეტრეველი, საქართველოს სტრატეგიული და საერთშორისო კვლევების ფონდის (რონდელის ფონდი) პრეზიდენტი

გრიგოლ მგალობლიშვილი, ყოფილი ელჩი ნატოში

ხათუნა მშვიდობაძე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი

გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი

სოფიო პეტრიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი

ალექსი პეტრიაშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში

თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში

მირიან ფოფხაძე, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, გაეროში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი

ირაკლი ფორჩხიძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი

დათუნა რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი 2016-2018 წლებში

გიორგი რუხაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი

თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო საქმეთა პროფესორი

ვასილ სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, ყოფილი ელჩი აშშ-ში

თორნიკე თურმანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთობათა პროფესორი

გელა ვასაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის რეგიონული პროგრამის მენეჯერი

თემურ იაკობაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში (2010-2013)

კომენტარები