კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში, კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა

სვოან პარკერი / REUTERS

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითდაზიანებები მიიყენა თავად პაციენტმაც. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტმა ექთანს ძლიერი მედიკამენტი მოსთხოვა, რომელიც მისთვის არ იყო განკუთვნილი, უარის შემდეგ კი მას თავს დაესხა. 

კოვიდსასტუმროდან პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები