ირანი

"ირანის ბირთვული იარაღის მამა" თეირანთან მოკლეს

ირანში თეირანის მახლობლად, ქალაქ აბსარდში მოკლეს ირანელი მეცნიერი, "ირანის ბირთვული იარაღის მამად" წოდებული, მოჰსენ ფახრიზადე

ნახევრად ოფიციალურ ირანულ სიახლეების სააგენტოში Tasnim-ში წერენ, რომ ის ტერორისტებმა მოკლეს.

სამთავრობო მედია Fars წერს, რომ თვითმხილველმა აფეთქების და შემდეგ სროლის ხმა გაიგო. მიზანში ამოიღეს ის ავტომობილი, რომელშიც ფახრიზადე იმყოფებოდა. 

თავდაპირველად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის სპიკერმა თქვა, რომ ინციდენტში მეცნიერი არ იყო ჩართული. მოგვიანებით, ირანის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა ფახრიზადეს მკვლელობა.

ფიზიკის პროფესორი, ირანის რევოლუციური გვარდიის ოფიცერი 2018 წელს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის დირექტორად დაასახელა. ნეთანიაჰუმ გაამჟღავნა, რომ ისრაელმა თეირანის საწყობიდან ამოიღო ირანის მასალების არქივი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ბირთვული იარაღის პროგრამაც. მაშინ ნეთანიაჰუმ თქვა - "დაიმახსოვრეთ ეს სახელი, ფახრიზადე".

კომენტარები